LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

U2 NFL-ის მატჩის შესვენებაზე 50 წლის იუბილეს გრანდიოზული პერფორმანსით აღნიშნავს

143
photo-collage.png (12)

U2 ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ისტორიულ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილი გახდა, რომ Green Bay Packers-ისა და Los Angeles Rams-ის შეხვედრის ტაიმებს შორის შესვენებაზე, ირლანდიური როკ-ჯგუფი სპეციალურ პერფორმანსს გამართავს.

ეს იქნება პირველი მატჩი NFL-ის ისტორიაში, რომელიც მადლიერების დღის წინა საღამოს შედგება. სპორტული მოვლენა 25 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე ჩატარდება.

U2-ს პერფორმანსი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის ბენდის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საკულტო ბენდმა – U2 ახალი ალბომი და დოლი პარტონთან დუეტი დააანონსა

მატჩისა და საიუბილეო შოუს ექსკლუზიურ პირდაპირ ტრანსლაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სტრიმინგ პლატფორმა – Netflix უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები