ქანთრი მუსიკის ასოციაციამ (CMA) და ტელეკომპანია ABC-მ ლეგენდარულ არტისტს დოლი პარტონს ორსაათიანი სპეციალური პირდაპირი ეთერით მიაგეს პატივი. საღამო სახელწოდებით - CMA Presents I Will Always Love You: A Celebration of Dolly Parton ნეშვილში, ბელმონტის უნივერსიტეტის ფიშერის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მუსიკალური სამყაროს უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო.
Blue ეგვიპტელ ფანებს დაუვიწყარ ნოსტალგიურ საღამოს ჰპირდება. დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნეს ფარგლებში, ლეგენდარული ბრიტანული პოპ-ბენდი 24 ოქტომბერს კონცერტს ეგვიპტეში, კერძოდ კი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში გამართავს.
ტეიტ მაკრეი Victoria's Secret-ის წლევანდელი მოდის ჩვენების ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური სტუმარი იყო. ლოს-ანჯელესში გამართულ გრანდიოზულ შოუზე კანადელმა პოპ ვარსკვლავმა არა მხოლოდ იმღერა, არამედ ბრენდის საკულტო „ანგელოზის ფრთებიც“ მოირგო.
ჯგუფმა - The Smashing Pumpkins და პროდიუსერმა, ბუჩ ვიგმა 33 წლის შემდეგ პირველი ერთობლივი სიმღერა - Black Stars გამოუშვეს, რომელიც სპეციალურად „შიმშილის თამაშების“ ახალი ფილმისთვის შეიქმნა.