ტეიტ მაკრეი Victoria’s Secret-ის წლევანდელი მოდის ჩვენების ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური სტუმარი იყო. ლოს-ანჯელესში გამართულ გრანდიოზულ შოუზე კანადელმა პოპ ვარსკვლავმა არა მხოლოდ იმღერა, არამედ ბრენდის საკულტო „ანგელოზის ფრთებიც“ მოირგო.
მომღერალმა სცენაზე ნამდვილი შოუ მოაწყო. მან პირველად შეასრულა ცოცხლად ახალი სინგლი – Housewife, რასაც მოჰყვა პოპულარული ჰიტები – Dear God და Sports Car.
არტისტი მხოლოდ სიმღერით არ შემოფარგლულა. მან პოდიუმზე სუპერმოდელ, ჯიჯი ჰადიდთან ერთადაც გაიარა და მაყურებელი ენერგიული ქორეოგრაფიით მოხიბლა.
დიდი ყურადღება მიიპყრო მომღერლის სასცენო იმიჯმაც. მას Victoria’s Secret-ის ექსკლუზიური, მკვეთრი წითელი ფერის ბოდე და კორსეტი ეცვა, რომელსაც მოგვიანებით გიგანტური წითელი ფრთები დაემატა.
საღამოს სხვა მუსიკალურ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: Megan Thee Stallion, მეგან მორონი და ჯგუფი – KATSEYE.