LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერა ჩაპელ როანის კონცერტზე გამოვიდა

189
photo-collage.png (16)

ჩაპელ როანის კონცერტზე მოულოდნელი სტუმრის სტატუსით, კრისტინა აგილერა წარდგა.

კონცერტი ჩატარდა ფესტივალის – The Super Graphic Spectacular ფარგლებში, რომელიც ჩაპელ როანის საქველმოქმედო ფონდის – The Midwest Princess Project მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი სრულად გადაირიცხა ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერად.

სიურპრიზის გამჟღავნებამდე როანმა აგილერას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ ,,მან გზა გაუკაფა როგორც პირადად მას, ასევე პოპ-მუსიკაში მოღვაწე ყველა ქალს”.

კრისტინა აგილერამ საღამოზე ჯერ საკუთარი საკულტო ჰიტი – Beautiful შეასრულა, რასაც ჩაპელი აღფრთოვანული უყურებდა, შემდეგ კი მათ ერთად დუეტში იმღერეს როანის ემოციური კომპოზიცია – Coffee.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები