LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოვ კამერონმა სადებიუტო ალბომი დააანონსა

159
photo-collage.png (15)

დოვ კამერონმა დიდი ხნის ნანატრი სადებიუტო სტუდიური ალბომი ოფიციალურად დააანონსა. დისკს, რომელსაც თაყვანისმცემლები წლებია ელიან, Final Girl ჰქვია.

მომღერლის განცხადებით, ალბომი 6 ნოემბერს გამოიცემა და 11 ტრეკს გააერთიანებს. დისკში შევა უკვე დარელიზებული სინგლი – When in Rome, ხოლო მომდევნო სინგლი – Do the Math, 23 ოქტომბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არტისტი სადებიუტო ალბომს სხვა ფორმატით გეგმავდა. 2023 წელს მან ორნაწილიანი პროექტის პირველი ფრაგმენტი – Alchemical: Volume 1 გამოუშვა, თუმცა მოგვიანებით Volume 2-ის გამოშვება გადაიფიქრა.

როგორც თავად 30 წლის ამერიკელი შემსრულებელი განმარტავს, ხანგრძლივი თერაპიის კურსისა და პირადი ემოციური ტრანსფორმაციის შემდეგ, მისი მუსიკალური ხედვა სრულიად შეიცვალა. მან გადაწყვიტა, წარსული იდეები გვერდზე გადაედო, ახალ ჟღერადობაზე გადართულიყო და მსმენელისთვის სრულიად ახალი, ერთიანი სტუდიური ალბომი – Final Girl შეეთავაზებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები