LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი სტუდენტებთან შესახვედრად მერი პოპინსის სტილში გამოეწყო (ფოტო)

85

ამალ კლუნი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. 40 წლის მიმზიდველი ადვოკატი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის სახლიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა მომენტი, როცა ამალ კლუნი წვიამიან ამინდში სახლს ტოვებდა და კოლუმბიის უნივერსიტეტში მიემგზავრებოდა. ცნობილი ადვოკატი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს. წვიმიანი დღის მიუხედავად ამალიმ აქცენტი ფერად სამოსზე გააკეთა. ის წითელი მიდი-კაბით გამოჩნდა, რომელიც თასმიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. მას თან ახლდა ასისტენტი, რომელსაც ხელში ქოლგა ეჭირა. ამ ფორმაში ამალ კლუნი მერი პოპინსს მოგაგონებდათ.

საინტერესოა, რომ ნებისმიერი სტილის ანსამბლს ამალ კლუნი ყოველთვის უხამებს სათვალეს. ეს ის აქსესუარია, რომლის გარეშეც ადვოკატი არსად ჩნდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები