LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის მცხოვრებლების განსახლებისთვის 96 000 000 ლარი გამოიყო

141

ანაკლიიდან განსახლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის არეალში არსებული ქონების შესყიდვა, კომპენსაციების გაცემა და განსახლება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განსახლების ბიუჯეტი 96 000 000 ლარით განისაზღვრა.

ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისთვის, სახელმწიფომ 505 მიწის ნაკვეთი უნდა შეისყიდოს, რაც ჯამში 1043758 კვ.მეტრია.

მიწა გამოსყიდვის შემდეგ, 15 აპრილამდე უნდა გაათავისუფლონ.

იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე არაა თანახმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე, იმპლემენტატორ ორგანიზაციას უფლება აქვს მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცია განახორციელოს.

მიწის ყოფილ მესაკუთრეებს ასევე, გადაეცემათ დემონტაჟის შემდეგ დარჩენილი მასალები, თუმცა მისი ტერიტორიიდან გატანა, თავად ყოფილმა მესაკუთრებმა უნდა უზრუნველყონ.

განკარგულების აღსრულება სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.