LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია გონჩაროვა სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა

1092

ანასტასია გონჩაროვა ახლა უკვე კახა ბენდუქიძის ოფიციალური მემკვიდრეა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან ბოლო სასამართლო პროცესი მოიგო.

“30 დეკემბერს საქართველოს სასამართლომ საბოლოოდ მაღიარა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად, რაც გასული რთული წლის ძალიან კარგი დასასრული იყო. ახლა უკვე შესაძლებლობა მექნება თავისუფლად ჩავერთო მამაჩემის მიერ დაარსებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საქმიანობაში.”- აცხადებს ანასტასია გონჩაროვა „ობზერვერთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბენდუქიძის ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა კახა ბენდუქიძის ქვრივს , ნატალია ზოლოტოვასა და ანასტასია გონჩაროვას შორის მიმდინარეობდა. ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მის ბიოლოგიურ მამად აღიარებას ითხოვდა.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, მას შემდეგ რაც ერთი კვირით ადრე ციურიხში გულის ოპერაცია გაიკეთა.

 

წყარო “ნიუპოსტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები