LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილზე: „ესე იგი, როგორი რეპუტაცია მაქვს…“

201

ანი გიუნტერი მეუღლეს დაშორდა და ამის შესახებ ტელეგადაცემებშიც ისაუბრა. ის და კახა არაბიძე განქორწინდნენ და ცალ-ცალკე დაიწყეს ცხოვრება. როგორც ანი ამბობს, შვილებზე თანაბრად ზრუნავენ და ყველა დღე როგორც დედის, ისე მამისაა.

ანის არც ერთ გადაცემაში არ უსაუბრია ყოფილ მეუღლეზე უარყოფითად. ახლა კი აქვეყნებს სტატუსს, სადაც ყოფილ დედამთილს ახსენებს.

„რა სასიამოვნოა, რომ ადამიანები დღემდე ზრუნავენ შენზე შორიდან:))) ვიკა ურეკავს მარინა დეიდას მოსაკითხად და ის შეწუხებული ეუბნება: იცი, რააა, უბრალოდ ვნერვიულობ, ანას სახლთან ხომ არ ხარო, კარგადაა ყველაფერი, სახლი ხო ჩაკეტა და კარი ხომ არ დატოვა ღიააო?:))) ესე იგი, როგორი რეპუტაცია მაქვს, თუ ჩემ დედამთილს დღესაც ჰგონია, რომ კარს არასდროს ვკეტავ…“ – აღნიშნავს ანი „ფეისბუქ“-სტატუსში.

14961316_10209682561873913_2106151617_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები