LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ახალ სკანდალში გაეხვა

53

ბოლო დღეებში ინტერნეტმომხმარებლები ქსელში გამოქვეყნებულ  ანჯელინა ჯოლის ინტერვიუს განიხილავენ, სადაც ის განქორწინების შემდგომ ცხოვრებაზე საუბრობს. Vanity Fair-ის ვრცელ ინტერვიუში ჯოლიმ არა მარტო პირადზე, არამედ კარიერაზეც ისაუბრა, კერძოდ კი, მის უკანასკნელ ფილმს, „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ შეეხო.

ფილმის სიუჟეტს მწერალ ლუნგ იანგის ავტობიოგრაფიულ წიგნი დაედო საფუძვლად, რომელიც კამბოჯას ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს აღწერს. ჯოლის თქმით, ამ როლის შესასრულებლად მას არაპროფესიონალი მსახიობი ბავშვის ნახვა უნდოდა, ამიტომ უჩვეულო კასტინგი მოაწყო: „მოვიწვიეთ ადგილობრივი ბავშვები, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში, ცუდ პირობებში იზრდებოდნენ, წინ დავუდეთ რამდენიმე კუპიურა და ვუთხარით, რომ მოეპარათ ფული. მე გავეკიდებოდი და როდესაც დავიჭერდი, მათ ოსტატურად უნდა ეთქვათ ტყუილი, რატომ მოიპარეს ეს ფული. თავიდანვე ერთი გოგონა ავარჩიე. მისმა ისტორიამ შემძრა, როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერზე იყო წამსვლელი ამ ფულის შესანარჩუნებლად, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა“, – იხსენებს ჯოლი.

ანჯელინას მონათხრობს ქსელში მკვეთრი რეაქციები მოჰყვა. ვარსკვლავი ბავშვებთან სასტიკად მოპყრობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ადამიანს, რომელიც ამდენ ქველმოქმედებას ეწევა, ასეთი მკვეთრი შეცდომების არ უნდა მოსდიოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები