LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტზე კითხვებმა გააღიზიანა

26

მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ საპრემიერო ჩვენებები დაიწყო, ვარსკვლავი სიამოვნებით ჩნდება პრემიერებზე, პრესკონფერენციებზე და პოზირებს ფოტოობიექტივის წინ. თუმცა, პრესკონფერენციებზე შეკრებილ ჟურნალისტებს კარიერაზე მეტად ვარსკვლავის პირადი ცხოვრება აინტერესებთ და ამის გამო, ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუს დროს ჯოლი წყობიდან გამოვიდა და კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

გასულ კვირას, ვარსკვლავი ტელეარხ ABC-ის გადაცემას Nightline სტუმრობდა. როდესაც წამყვანმა გადაწყვიტა, რომ ბრედ პიტზე კითხვები დაესვა, ჯოლი მომენტალურად გაბრაზდა და პასუხის გაცემაზე უარი თქვა. რა ფორმით მოხდა კონკრეტული ინციდენტი უცნობია, რადგან ეს ეპიზოდი ამოჭრეს და ის ეთერში არ გასულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები