LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საყიდლებზე შვილებთან ერთად (ფოტო)

86

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ყოველთვის პოულობენ დროს შვილებისთვის. ცხადია, შვილებთან ერთად აღნიშნა პოპულარულმა წყვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ჯოლისა და პიტის ახალი ფოტოები ლოს-ანჯელესშია გადაღებული, როცა მსახიობები შვილებთან ერთად მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობენ. ფოტოებზე მათთან ერთად ჩანან 10 წლის შაილო და 7 წლის ტყუპები, ნოკსი და ვივიენი.

საყიდლებზე გასასვლელად ოჯახმა თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩია. 52 წლის პიტს თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. რაც შეეხება ანჯელინას, ოსკაროსანმა მსახიობმა თეთრი ფერის საზაფხულო კაბა შეარჩია, რომელიც გრძელ ჟაკეტთან იყო კომბინირებული. ოჯახი სურსათის მაღაზიიდან დატვირთული გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები