LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ სტუდენტებთან პირველი ლექცია ჩაატარა (ფოტო)

42

BAFTA-ს დაჯილდოვების ცერემონიაზე Ralph & Russo-ს ულამაზესი კაბის დემონსტრირების შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ ლონდონში სტუდენტებთან გადაინაცვლა. გაეროს კეთილი ნების ელჩი ამჯერად სტუდენტებს შეხვდა და ეკონომიკის სკოლაში მათთვის სემინარი ჩაატარა. ანჯელინას პედაგოგიურ საქმიანობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ის ლექციებს ქალთა უფლებების თემაზე ჩაატარებდა.  ლექციაზე ანჯელინამ ქალთა როლზე, სექსუალურ ძალადობასა და  კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ქალების შესახებაც ისაუბრა.

ანჯელინამ საჯარო ლექციისთვის არჩევანი თეთრი ფერის ბლუზზე გააკეთა. ლექციის ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ მან სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა. ცნობილია, რომ ლექციების კურსი 9 თვიანია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები