LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანში წარადგინა (ფოტოგალერეა)

413

„ანუკის“ ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, შეგიძლიათ, თავად დაათვალიეროთ.

როგორც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი იუწყება, კოლექციის მთავარი თემა დასვენებაა და დიზაინერის შთაგონება იტალიის კუნძულებია. როდესაც ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად იტალიაში ატარებდა დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებს, თავის ფავორიტ ფილმებსაც გადახედა. მის კოლექციაში შეგიძლიათ ადვილად ამოიცნოთ პრინცესა ანას გავლენა „რომაული არდადეგებიდან“ ან ფელინის „დოლჩე ვიტა“. ანუკის ახალ კოლექციაში შეზავებულია ჯინსი და გლამურული საღამოს ჩაცმულობა. აქ ნახავთ ქალისთვის დასვენებისას საჭირო ყველანაირ სამოსს, იქნება ეს პლაჟისთვის, სადილისა თუ წვეულებისთვის…

კოელქცია დიზაინერმა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „ 4 სეზონში“ წარადგინა. მან სტუმრები თავის სამუშაო ოთახში მიიწვია, სადაც ყველა დეტალი დაათვალიერებინა. კოლექციის წარდგენისას „ემთივის“ 90-იანი წლების მუსიკა ჟღერდა, რაც დიზაინერს  ძალიან უყვარს.

კოლექცია 2018 წლის თებერვლიდან მსოფლიოში, 50 მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები