LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბი ინვესტორები საქართველოში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით დაბრუნდებიან

73

არაბი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. ინვესტორთა ჯგუფს საერთაშორისო კორპორაციის MFC-ის (Millennium Finance Corporation) დამფუძნებელი და თავმჯდომარე კება კეინდე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინვესტორებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ტურიზმის, საბანკო – საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა გააცნო.

არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტებით და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით დაბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები