LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ცნობილი, ვის წარადგენს მმართველი გუნდი თორდიას შემცვლელად

49

ლაშა თორდიას შემცვლელის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი ჩამოყალიბებული არ არის. როგორც თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, იქნება თუ არა თორდიას შემცვლელი დავით ნარმანია, ჯერ-ჯერობით, ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს.

მისი თქმით, მთავარი აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შედეგად შეჯერდებიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას, ვადა 2 თვეში ეწურება, ახალი უფროსის კანდიდატურა კი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს.

რაც შეეხება, თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებას, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, კობახიძე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები