LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით – პროკურორი

72

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის პროცესის ფარგლებში პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ, განაცხადა, რომ მოკლულთა ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით, ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. რაც შეეხება დაკავებულს, ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და ჰქონდა შეიარაღება, ეს დადასტურებულია მტკიცებულებებით,“ – განაცხადა მარშანიამ.

პროკურორმა არ დაასახელა, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა დაკავებული ან დანაშაული სად იგეგმებოდა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.