LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა – ირაკლი კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებზე

51

“ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდი მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძემ გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.

“ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები