LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგიური რჩევები – სად და როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

56

წელიწადის ბოლო დღე, ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ის ახალი წამოწყებებისთვის გვამზადებს და მომავალი ბედნიერების იმედით გვავსებს. რა თქმა უნდა ბევრს გაუჩნდება კითხვა: ”სად და როგორ შევხვდეს ახალ წელს?” – პასუხი თქვენივე ზოდიაქოს ნიშანში შეგიძლიათ მოიძიოთ.

ვერძი – ვერძს ძალიან უყვარს წვეულებები, ამიტომ ხელიდან არ გაუშვებს შანსს გაატაროს ახალი წლის ღამე ყველზე მოდურ და ხმაურიან წვეულებაზე, უამრავი ნაცნობის წყალობით კი, ნამდვილად არ მოაკლდება ყურადღება. წვეულების ატმოსფეროთი აღფრთოვანებული ვერძი, სწრაფად გაშინაურდება და საკუთარი მაგალითით აჩვენებენ ყველას, როგორ უნდა დღესასწაულის აღნიშვნა.

კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლები პლანეტა ვენერას გავლენას განიცდიან, ამიტომ რომანტიკა მათი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. ახალი წლის ღამეს, კუროს აუცილებლად მოუნდება განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა მყუდრო რესტორანში ქალაქის პანორამული ხედებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რომანტიკის შეგრძნებას.

ტყუპები – პირველ რიგში ტყუპები კომუნიკაციის სიმბოლოა, ამიტომ მათ ძალიან უყვართ დიდ კომპანიაში ყოფნა და ორიგიონალური გართობა. სავარაუდოდ, დღესასწაულის ღამის გატარებას ისინი ხმაურიან წვეულებაზე გადაწყვეტენ, სადაც დილამდე იცეკვებენ, მერე კი, კომფორტულად მოეწყობიან მეგობრების წრეში და გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებენ.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და ემოციონალური სიახლოვეა, ამიტომ საახალწლო წვეულებასაც ოჯახის და ახლობლების წრეში გაატარებენ, თვითონ მოამზადებენ სადღესასწაულო კერძებს და ყველას დიდი სითბოთი და სიყვარულით გაუმასპინძლდებიან.

ლომი – ზოდიაქოს ეს ნიშანი პირველ რიგში წვეულების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ადგილსაც უჩვეულოს შეარჩევს და წვეულებასაც ორიგინალურს გამართავს. არაა გამორიცხული ლომს  საყვარელ ადამიანთან მოუნდეს განმარტოვება და ჯადოსნური ღამის გატარება ყველასგან შორს ზღვისპირა სახლში გადაწყვიტოს.

ქალწული – ქალწულს არასდროს არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა, მაგრამ თუ რამე ჩაიფიქრა, ყველაფერს დეტალურად დაგეგმავს და აუცილებლად ყველაზე კარგად გააკეთებს. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ახალი წლის ღამეს ის მუდმივად აფორიაქებულები იქნება.

სასწორი – სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს სილამაზე და დროის ესთეტიურად გატარება მოსწონთ, ამიტომ ხმაურიანი წვეულებები ნამდვილად არაა მათთვის. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მოსაწყენები არიან. სავარაუდოდ, სასწორი მყუდრო და კომფორტულ ადგილს შეარჩევეს დღესასწაულის აღსანიშნად, სადაც საყვარელი მუსიკის მოსმენას და დელიკატესების დაგემოვნებას შეძლებს, სტუმრად კი, მხოლოდ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს მიიწვევს, რათა მათთან ერთად დატკბეს სიმშვიდით და მყუდროებით.

მორიელი – მორიელი ყოველთვის ახლობლებთან ერთად და აუცილებლად ორიგინალურად აღნიშნავს საახალწლო დღესასწაულს. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის არ არსებობს შეზღუდვა, რადგან მას ყველაფერი აინტერესებს. მორიელს თავისუფლად შეუძლიათ შევარდეს კლუბში და მთელი ღამე იმხიარულოს ან მოულოდნელად გაემგზავროს უცხო ქვეყნის საახალწლო ტრადიციების გასაცნობად.    

მშვილდოსანი – მშვილდოსნებს ყველა სფეროში მწვერვალების დაპყრობა უყვართ და არც  წვეულებებია გამონაკლისი. მათთვის აუცილებელია ადრენალინი, ამიტომ სავარაუდოდ ისინი რაიმე ექსტრემალურს მოიფიქრებენ –  მაგალითად, მოძებნიან შესაბამის სახლის სახურავს და სწორედ იქ მოაწყობენ წვეულებას.

თხის რქა – ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის უმიზეზო პანიკას ქმნიან, როცა საქმე საახალწლო წვეულებას ეხება. რადგან ისინი ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებენ, როგორც მომავალ წელზე ისე საახალწლო წვეულებაზე. თხის რქა ყველაფერს დეტალურად დაგეგმვას და სტუმრებს გემრიელ კერძებთან ერთად, საინტერესო გართობასაც შესთავაზებს. რთული წარმოსადგენია, რომ თქხის რქის მოწყობილი წვეულებით ვინმე უკმაყოფილო დარჩეს.

მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშანს ადრენალინი სჭირდება. მას ველური გული აქვს და მუდმივად თავგადასავლებს ეძებს. გამორიცხული არაა, რომ ახალი წლის ღამეს ის ან ექსტრემალურ მოგზაურობაში გაემგზავროს ან წვეულება მოაწყობს და უამრავ ნაცნობთან ერთად უცნობებიც დაპატიჟოს, რადგან ახალი ემოციები დღესასწაულის ღამეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

თევზები – თევზებს ვერ წარმოუდგენიათ ახალი წელი რომანტიკის გარეშე, ამიტომ ამ ჯადოსნური ღამის გატარებას ისინი საყვარელ ადამიანთან ერთად მოინდომებენ და სავარაუდოდ ზღვის ნაპირზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები