LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუდიტორია 115“ დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერ აქციას მოაწყობს

86

„აუდიტორია 115“ დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება.

მათი თქმით, ამ ფორმით ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციასა და მოშიმშილე თანამშრომლებს შორის იშუამდგომლოს.

„აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, დღეს ორი მოშიმშილე მშრალ შიმშილობაზე აპირებს გადასვლას.

აქცია 18:30 საათზეა დაგეგმილი. სტუდენტების თქმით, რკინიგზის მოქმედმა ადმინისტრაციამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერი მოიმოქმედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები