LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში მაღაზიების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

69

ავსტრიაში მაღაზიების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 25 და 31 წლის ქართველები ქალაქ პინკაფელდში აიყვანეს.

ერთ-ერთ მათგანს 6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოების მოპარვა ბრალდება. თუმცა, ისინი ეჭვმიტანილი არიან სხვა მსგავსი დანაშაულის ჩადენაშიც, რომელიც 9 სხვადასხვა ქალაქში მოხდა.

დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ და წარდგენილ ბრალსაც არ აღიარებენ. გავრცელებული ცნობით, ორივე ქართველი სენტ პიოლტენის საპატიმროშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები