LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანმა საქართველოს სარკინიგზო პროექტისთვის 630 მილიონი დოლარი გამოუყო

108

აზერბაიჯანის სახელმწიფო ფონდმა “სოფაზმა”, 2017 წლის 1 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტისთვის საქართველოს 630 მილიონი დოლარი გამოყო.

“აზერნიუსის” ინფორმაციით, გასულ წელს პროექტის განხორციელებისთვის 41,9 მილიონი დოლარი გამოყო.

აზერბაიჯანსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანხა მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად გაიცა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის დასაკავშირებლად ჩატარდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

პროექტი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას ემსახურება. რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთით განისაზღვრება. თუმცა, ელოდებიან, რომ საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი 6.5 მლნ ტონა ტვირთსა და ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანით შემოიფარგლება.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელის 21 თებერვალს დაიწყო და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ამასთან ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები