LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან

90

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.კანონმდებლებს სამთავრობო პროექტი მამუკა ბახტაძემ გააცნო , ამ წუთებში კი დეპუატატების კითხვებს ისმენს. ბახტაძემ 45 წუთის განმავლობაში ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე , დაანონსა რამდენიმე ინიციატივაც და აღნიშნა, რომ ქვეყნას დღეს ზეპარტიული ამოცანები აქვს , ამიტომ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან.

“ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს ზეპარტიული ამოცანები – ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. შესაბამისად, მე ისევე როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება კონკრეტული იდეები თუ როგორ მოვახერხოთ ამ ზეპარტიული ამოცანების გადასაჭრელად.”

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე სახელმწიფოს, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას.

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – ასე დაასრულა თავისი სიტყვა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები