LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაროკო ფესტივალს “ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ გახსნის

92

7 ნოემბერს თბილისის ბაროკო ფესტივალს “ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ გახსნის.

“ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ ყველაზე წარმატებულ ბაროკო ორკესტრადაა აღიარებული და უამრავი ჯილდოს და მათ შორის გრემის მფლობელია.

ინფორმაცია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე ოფიციალურად დაანონსდა.

თბილისის ბაროკოს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს სიმფონიეტამ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსა.

“ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის” შესრულებით მილიონზე მეტი კომპაქტ-დისკია გაყიდული და იგი საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ორკესტრად ითვლება.

შესრულდება ტელემანის, ბახის, ვივალდის, ჯემინიანის ნაწარმოებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები