LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს

43

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა – Agro Batumi 2017 გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ წარმოდგენილ პროდუქციას და გაესაუბრნენ გამოფენის მონაწილეებს.

ზურაბ პატარაძის თქმით, მსგავსი დარგობრივი გამოფენები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ფერმერებს და კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.

ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები