LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრეს

39

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები