LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

91

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მაშველებმა 37 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც, ბინის მეპატრონემ 112-ზე დარეკა. მაშველები ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ და დაკეტილი ბინის კარი გააღეს. სწორედ ბინაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი ქალი.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენნიშნება.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები