LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები ხშირად მართლები არიან და  ჩვენს უაზრობებს ებრძვიან“ – შალვა ამონაშვილი თანხმობის მნიშვნელობაზე

1590

 „აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი პედაგოგის, შალვა ამონაშვილის ლექციას გვთავაზობს სახელწოდებით „ჩვენ და ბავშვები – ბავშვის აღზრდის ხელოვნება“.

“ფორტუნა“გთავაზობთ ამონარიდს ამ ძალიან საინტერესო ლექციიდან:

არის ასეთი კანონი, სულიერი ერთობის. როდესაც მე ჩემი სიბრძნით შევდივარ ბავშვის ცხოვრებში, ვგრძნობ, რა უნდა მას  და ნაწილობრივ ვეთანხმები მის მისწრაფებებს. მე თუ დავეთანხმები მის მისწრაფებებს, ჩემმა და მისმა სურვილებმა ერთმანეთი გადაკვეთეს. ეს პატარა ნაწილი გადაკვეთის საკმარისია, რომ მე ბავშვი ჩემს გზაზე დავითანხმო. არსებობს ასეთი ცნება, თანხმობა. პედაგოგიური პროცესი სწორედ თანხმობებზე იგება. აქ მეცნიერება ძალიან ცოტაა, ბევრია ხელოვნება. შეუთახმდით ბავშვს წინასწარ, აი მაგალითად, საბავშვო ბაღის პერიოდი მოდის. წაიყვანეთ იქ ბავშვი, დაათვალიერებინეთ, უთხარით აი ბავშვები რა კარგად თამაშობენ. პირველ ხანებში, როდესაც მიიყვანთ საბავშვო ბაღში, იქ ახლოს უნდა იყოთ. ბავშვს თქვენთან განშორება უჭირს და სხვას უნდა შეეგუოს.

ასევე სკოლის მერე, საშინაო დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია თანხმობა და ვალდებულების განცდა. აი შვილო, მამა მიდის , თავის საქმეს აკეთებს. მე ჩემი  საქმე მაქვს და თუ მე ამას არ გავაკეთებ, ცხოვრება გაჭირდება. ჩვენ კი ცხოვრება გვინდა, სიხარული გვინდა. სიხარული რომ მიოპოვო, რაღაც უნდა გადალახო. აი მე შენს გვერდით ვარ და გეხმარები. პლუს თანხმობის დროს ბავშვს წაქეზება და შექება სჭირდება. უნდა შეაქო, მამას აჩვენო. გაოცდე, უი ეს შენ გააკეთე? მას ეს ესმის და უხარია. ეს ხელოვნებაა ჩემო კარგებო. თუ ამას მე მოთმინებით ვაკეთებ ერთი თვე, იძულება აღარ დამჭირდება .

ბავშვს რამდენსაც დააძალებთ, იმდენ კონფლიქტში აღმოჩნდებით. ის ვერ გაიგებს, რათ უნდა მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია და მართლაც, განა ყველაფერი გვინდა რასაც სკოლაში გვასწავლიან? ბავშვები ხშირად მართლები არიან და ჩვენს უაზრობებს ებრძვინ და ჩვენ გვინდა, ეს უაზრობები გავიტანოთ მათთან ჭიდილში. ამიტომ თანხმობა გვინდა მათთან. სულიერ ურთიერთობას რომ მოვნახვთ, მისი დობილი, ძმობილი რომ იქნები, აი ეს არის თანხმობა. შენ გაუხსნი გულს, ისიც იგივეს აკეთებს. შენ დამალავ რამეს, ხვალ ისიც იგივეს იზამს. საბავშვო ბაღში ან სკოლაში რომ მიგყავს  წვიმიან და ქარიან ამინდში, ბავშვი რომ აგიტყდება, არ მინდა ასე ჩაცმაო. მერე დედა ატეხავს, აბა ნახე რა ხდება გარეთ, თვალები არ გაქვსო? მას კი აი არ უნდა! არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? არადა თანხმობაა აქ მთავარი. აბა კითხე, მოდი შვილო მანახე, რა ჩავიცვათ დღეს, როგორი ჩაცმული დადის ხალხი ქუჩაში. თვითონ დაინახავს და გირჩევს, დიდობა დაუკმაყოფილდა და შედგა თანხმობა. ასეთი პატარა საიდუმლოებები ბევრია ჰუმანურ პედაგოგიკაში. თუ ამას გაყვები მოთმინებთ, ბავშვი თვალსა და ხელს შუა გეზრდება სხვანაირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები