LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი იწყება

229

დღეს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი დაიწყება, მანამდე კი დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში შესვლას ითხოვენ.

მათ სურთ, გადარჩენილი პროდუქცია გამოიტანონ და მოითხოვენ, როგორც საცავებში დაცული ძვირფასეულობის გამოტანა მოხერხდა, ახლაც შეუშვან სამაშველო სამსახურის წევრებთან ერთად და სცადონ, დახლებზე დარჩენილი ძვირფასი ლითონის ნაწარმის გამოტანა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ დემონტაჟს. მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროსთან“ არიან მობილიზებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები