LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-იმ საშობაო „შერლოკის“ თიზერი წარმოადგინა (ვიდეო)

31

„შერლოკის“ მოყვარულებს წლის ბოლოს დიდი სიურპრიზი ელით. დეკემბრის ბოლოს გამოდის საახალწლო ეპიზოდი, რომელიც სპეცილურად შექმნა ტელეარხმა BBC One. ფილმში მაყურებელი იხილავს ბენედიქტ კამბერბეტჩსა და მარტინ ფრიმენს.

საშობაო ეპიზოდში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ცნობილ გამომძიებელს მოჩვენებების საქმის გამოძიება მოუწევს. სერიალის პროდიუსერის, სტივენ მოფტის თქმით, ახალ ეპიზოდში შერლოკის ხასიათის სხვა მხარეებიც გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა. ამჯერად მაყურებელი უკვე მეოთხე სეზონის მოლოდინშია, რომლის გადაღებებიც 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.

2

3

4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები