LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსული კომპანია საქართველოში ლიფტების წარმოებას გეგმავს

306

ბელარუსული კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ი საქართველოში ლიფტების წარმოებას განიხილავს. ინიციატივა ბელარუსის მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გააცნო და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საუბარია ბელარუსულ კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ის წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე.
ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდს ბელარუსის ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და ბელარუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესტუმრა. ბელარუსის დელეგაციის წევრებმა, საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები