LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძეს დაქორწინებამდე რომანი ორ ქალთან ერთდროულად ჰქონდა

803

„ალილოს“ მომღერალი ბექა ჩხაიძე სკანდალური პირადი ცხოვრებით გამოირჩევა და შესაბამისად, ყვითელი პრესის გემრიელი საკბილოც გახლავთ. ამჯერად მისი ცხოვრებით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა და ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. საბაბი გახლდათ ის, რომ ბექა ახლახან მეორედ დაქორწინდა, მისი რჩეული თეონა ჯაფარიძეა. გაზეთი იხსენებს შემსრულებლის ბობოქარი პირადი ცხოვრების დეტალებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პირველი ქორწინების შემდეგ ბექას მორიგი სიყვარული ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილი გახლდათ. ისინი გაიპრანენ, თუმცა ბიზნესმენს ბექა სიძედ არ სურდა, ამიტომაც ქალიშვილს მის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინა და ამის შედეგად, ჩხაიძე ორი თვით ციხეში იჯდა. მისი შემდგომი სიყვარული ცნობილ ტელეწამყვან ეკო ფანგანს უკავშირდება. წყვილი ერთად საკმაო დროის განმავლობაში იყო, შემდეგ კი ტელესახის ინიციატივით დაშორდნენ, ვინაიდან ბექას თვალი სხვა ქალებისკენ გაურბოდა.

„ალილოს“ მომღერლის შემდეგი რჩეული სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ლიკა თორია გახლდათ – „იმ პერიოდში, როდესაც ბექამ გოგონას მიმართ ინტერესი გამოხატა, მას სასწავლებლად ამერიკაში გამგზავრება ჰქონდა გადაწყვეტილი და დიდი ხნის განმავლობაში ბიჭს სიყვარულზე არ პასუხობდა. ბექა ლიკას ოჯახის შექმნაზე ელაპარაკებოდა, დაჰყავდა მეგობრების წრეში, გააცნო მშობლები, ნათესავები, უძღვნიდა სიმღერებს, მის ფოტოებს დებდა „ფეისბუქზე“. ბოლოს ლიკამაც გააცნო მშობლები ბექას და როცა უკვე ყველაფერი ნიშნობამდე მივიდა, ბექა დაქორწინდა, ოღონდ სხვაზე… მომღერლის რჩეული შსს-ს თანამშრომელი თეონა ჯაფარიძეა“ – აღნიშნულია „პრიამტაიმის“ სტატიაში.

გამოცემა დაუკავშირდა ლიკა თორიას, რომელმაც დაადასტურა, რომ ბექას შეყვარებული იყო, თუმცა სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ბექა კი საკუთარი ნაცნობებში გოგონას სახელითა და გვარით ლიკა თორია, საერთოდ ვერ იხსენებს – „ლიკა თორია? აზრზე არა ვარ. გვარი გეშლებათ, მგონი“, უპასუხა ჟურნალისტს.

ბექა მეუღლესთან, თეონა ჯაფარიძესთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g