LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების რომანტიკა ელტონ ჯონის ფეშენებელურ იახტაზე (ფოტო)

50

ბექჰემები მთელი ზაფხული სხვადასხვა პრესტიჟულ კურორტებზე ისვენებენ. ამჯერად ოჯახი სრული შემადგენლობით საფრანგეთში იმყოფება, სადაც ელტონ ჯონის კუთვნილ ფეშენებეულ იახტაზე ისვენებს.

პაპარაცების ობიექტივში მოხვდა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების რომანტიკული ფოტოები, როდესაც მეუღლეები პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდნენ. ამ ფოტოებმა 43 წლის ფეხბურთელისა და 44 წლის დიზაინერის შესაძლო განქორწინებაზე აგორებული ჭორი კიდევ ერთხელ გააქარწყლა. ფოტოებზე ვიქტორია სხვადასხვა სამოსში ჩნდება, ჯერ ის შავი ფერის საცურაო კოსტიუმსა და წითელ მოსასხამში, შემდეგ კი, თეთრი ფერის კაბაში ვიხილეთ.

ფოტოებზე ასევე გამოჩნდნენ ბექჰემების შვილები. ოჯახი აქ სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. ცხადია სტუმრებს თავად ელტონ ჯონი დ მისი მეუღლე მასპინძლობენ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები