ბერა ივანიშვილმა თავის ოფიციალურ “ფეისბუქის” გვერდზე ახალი კლიპი განათავსა. სიმღერას ჰქვია I Can See It Now.
ბერას თაყვანისმცემლებმა იცოდნენ, რომ შემსრულებელი ახალ სიმღერასა და ვიდეოზე მუშაობდა და შესაბამისად, მის ახალ ნამუშევარს ელოდნენ.
კომენტარებიც, რასაკვირველია, მალევე გაკეთდა:
“ვაიმე, როგორც იქნა, ბერა, ჩემო სიცოცხლე, ძალიან მაგარია”.
“ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ, ყველაზე მაგარი მომღერალი”.
“სიცივეშიც კი თბილი და ნათელი სხივი ხარ”.