არქიმანდრიტი იოანე „დილა მშვიდობისა საქართველო“-ს გადაცემას სტუმრობდა, სადაც ილია მეორის შესახებ ამბები გაიხსენა.
ერთ-ერთი ამბავი მომღერალ ეთერ კაკულიასთან ილია მეორის სტუმრობაზეა მაშინ, როდესაც ქალბატონი ეთერი მძიმედ იყო ავად, პატრიარქმა კი გაამხნევა და სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა ანუგეშებდა.
„ეთერ კაკულია, როცა ძალიან მძიმედ იყო ავად, უწმინდესიც უკვე ასაკში იყო, საღამოს ლოცვაზე მასთან სტუმრად მივიდა, მე-5 სართულზე ფეხით ავიდა და მეგობრულად გაამხნევა… სანამ ფიზკურად ძალა ჰქონდა, ყველგან მიდიოდა და ყველგან ანუგეშებდა ადამიანებს“, – აცხადებს არქიმანდრიტი იოანე.
