LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თვალები კარგად გაახილა და ყველას სათითაოდ შემოგვხედა, მაშინ ვთქვი, რომ უწმინდესი გვემშვიდობებოდა, მერე თვალები დახუჭა და იმის მერე აღარ გაუხელია“ – რას ჰყვებიან „იმედის“ ეთერში პატრიარქზე დედაოები, რომლებიც უწმინდესს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ემსახურნენ

500
პატრიარქი ილია მეორე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ, „იმედის დილა“ სიუჟეტი მიუძღვნა დედაოებს, რომლებიც უწმინდესსა და უნეტარესს, პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ემსახურებოდნენ.

დედაოები აღნიშნულ სიუჟეტში პატრიარქთან პირველი შეხვედრისა და იმ გზის შესახებ ჰყვებიან, რომელიც უწმინდესის გვერდით ყოფნის დროს გაიარეს.

ასევე, დედა ალექსანდრა პატრიარქთან უკანასკნელად შეხვედრის წუთებსაც იხსენებს :

„უწმინდესი ძალიან თბილი იყო, ყველაფერში გვენდობოდა, შენიშვნას არასდროს მოგვცემდა. ჩემს მშობლებთან არ მიცხოვრია იმდენ ხანს, რამდენიც პატრიარქთან – 48 წელი ვიცხოვრე უწმინდესთან. მან გვასწავლა თავმდაბლობა და მოთმინება…

თვალები კარგად გაახილა და ასე, ჩვენ ყველას სათითაოდ შემოგვხედა… მე მაშინ ვთქვი, რომ უწმინდესი გვემშვიდობებოდა, მერე თვალები დახუჭა და იმის მერე აღარ გაუხელია“, – აღნიშნავს დედა ალექსანდრა.

⭕💬 „მონაზვნები, რომლებიც 1979 წლიდან უვლიდნენ უწმინდეს. არსად ჩანდნენ და არავინ იცნობდა მათ. მადლობა დედებს ამისთვის“ -…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 24 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g