ბიჭოლას უცნაური ცეკვა 30 წლის გრანდიოზულ იუბილეზე და სპეციალური სტუმარი ივან დორნი

513

დიზაინერი ბიჭოლა დიდი ხანია, საქართველოში აღარ მუშაობს და ჩინეთში გადაინაცვლა, სადაც საკუთარ კარიერიას იწყობს. წელიწადში ერთხელ ის საქართველოში ჩამოდის ხოლმე, ძირითადად ივლისის თვეში, როცა დაბადების დღე აქვს და მას ყოველთვის გრანდიოზულად აღნიშნავს.

ახლაც, ტრადიციას არ უღალატა და ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანს საკუთარ ცნობილ მეგობრებთან ერთად მიაშურა. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ნატო დუმბაძე, მერაბ სეფაშვილი, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია და ქართული შოუბიზნესის არაერთი ვარსკვლავი, რომლებმაც 30 წლის იუბილე მასთან ერთად აღნიშნეს და უამრავი სიმღერა შეუსრულეს.

ბიჭოლას დაბადბების დღეზე უკვე არაერთი წელია, ჩამოდის ხოლმე მისი მეგობარი, უკრაინელი ვარსკვლავი, ივან დორნი. ახლაც მან დიზაინერს სიმღერები მიუძღვნა, ხოლო ბიჭოლას არ დაზარებია და საკმაოდ უცნაურად, თავისებურად იცეკვა საკუთარ იუბილეზე.

კლასიკურ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა ბიჭოლამ შოუბიზნესის წევრებსაც დაუმშვენა გვერდი და მათთან ერთად სცენაზეც აიჭრა და მიკროფონიც მოიმარჯვა.

რასაკვირველია, იუბილარს ტორტიც მოართვეს ჩასაქრობად, ტორტი მან მეგობრებთან ერთად მუსიკის ფონზე გაჭრა.

სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა გრანდიოზული დაბადების დღიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები