LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესფორუმში “იყიდე ქართული“ მონაწილე მწარმოებლების ვინაობა უკვე ცნობილია

421

პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი – “იყიდე ქართული“ 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის სპონსორობით 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო – ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი-ში გაიმართება.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნესფორუმის საერთაშორისო პარტნიორია World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი. ღონისძიების გენერალური სპონსორია სს რუსთავის აზოტი.

როგორც KAR.GE-ში აცხადებენ, “იყიდე ქართული” განსხვავებული ღონისძიებაა, რომელიც ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.

ბიზნესფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები.

ღონისძიების სპონსორები და ასევე ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები არიან:

  1. აბაშური – მჭადის ფქვილი
  2. აგროარომა ჯგუფი – ბუნებრივი ეთერზეთების წარმოება
  3. აგროქიზიყი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
  4. აქვა გეო – წყალი “სნო”
  5. ბებოს ნობათი – ბებოს ჩურჩხელა
  6. ემსიბი ჯორჯია – “ბეიქ ჰაუსი”-ს პურ-ფუნთუშეული და მაფინები
  7. გემუანი – სუბლიმირებული პროდუქტები
  8. გურიელი – ქართული ჩაი
  9. გლობალ ბიერ ჯორჯია – ქართული ლუდი
  10. გრეიფი – თათარა
  11. გრინპაკი – ქაღალდისა და მუყაოს პროდუქცია
  12. დე-კა – ქართული ეროვნული ელემენტებით გაფორმებული სამოსი
  13. დემა – ქართული ნატურალური საპონი
  14. დიზაინ ემ ჯორჯია – დეკორატიული ფილები
  15. დილის პროდუქტები – ჩვეულებრივი და ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი
  16. ეი ენდ თი ტრეიდინგი – პორციული შაქრის “სტიკები”
  17. ვესტუსი – ახალი ტიპის ჰიდრო და თერმო საიზოლაციო საშუალება
  18. ზედაზენი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
  19. თელიანი ველი – ქართული ღვინოები
  20. თიდაზინი – ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო
  21. ივერია ტექს – ტექსტილის ნაწარმი
  22. იმერეთი გრინერი – სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში
  23. ირინოლა – თაფლი
  24. კამპა – წვენები და ნექტარები
  25. კოოპერატივი კოდი – ალპური ზონის თაფლი
  26. იზოსია – კოსმეტიკური საცხი
  27. მადლიანი 2017 – ტრადიციული ქართული ტკბილეული
  28. MG მარიამ გიორგაძე – ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები
  29. მარშე – კვების პროდუქტები
  30. მედა ბრაითი – ჰიგიენური ნაწარმი
  31. მეტალტექნიკა – უჟანგავი მეტალის ავეჯი
  32. მეღვინეობა ხარება – ქართული ღვინოები
  33. მზეთამზე – ქართული ხორბლის პურის საცხობი
  34. ნოვა – ავზები და სამშენებლო მასალები
  35. ნუტრიმაქსი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
  36. რუსთავის აზოტი – მინერალური სასუქები
  37. საფერიკო – ხილის და ბოსტნეულის წვენები
  38. საქკაბელი – სადენები
  39. სიღნაღი – მზესუმზირის კახური არარაფინირებული ზეთი
  40. ტისუპეიპერ – ჰიგიენური ქაღალდი
  41. ტყიბულის ჩაი – ქართული ჩაი
  42. სამთო კომპანია ფარავანპერლიტი – პერლიტის ნაწარმი
  43. ფრეკო – კარტოფილი ფრი
  44. ქარვა – რაფინირებული და არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
  45. ქართული ზეთისხილი – ქართული ზეთისხილის ზეთი
  46. ქართული პრემიუმი – ხორცის პროდუქტები
  47. შატო ნეკრესი – ქართული ღვინოები
  48. ჯეო მულჩი – ორგანული მულჩის წარმოება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები