LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის რაიონში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს

49

შსს-ის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის რაიონში მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო ბორჯომში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-3 მუხლის 1 ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები