LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ – პროკურორი

40

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ პროკურატურის მოთხოვნას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე.

იოსებ ხუციშვილის თქმით, ბრალდებულს დღეს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.

ბრალდების მხარე რასაც ითხოვდა, თვითონ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ, პატიმრობის შეფარდებას. ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია, – განაცხადა პროკურორმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები