LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერის, ირინა შეიკისა და პატარა ლეას ოჯახური იდილია (ფოტო)

465

ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ქალიშვილი ლეა ბოლო დროს სულ უფრო მეტად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. ამჯერად ცნობილი მსახიობი და მოდელი 7 თვის ქალიშვილთან ერთად სანტა-მონიკაში სეირნობისას დააფიქსირეს. წყვილი უკვე აღარ ერიდება ლეას ფოტოგრაფებთან გამოჩენას და საჯაროდ ურთიერთობის დემონსტრირებას. ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა სანტა-მონიკას ქუჩებში სასეირნოდ სპორტული სტილის სამოსი შეარჩიეს. A კლასის მსახიობსა და მოდელს რიგითი გამვლელებისგან ვერაფრით განასხვავებდით.

შეგახსენებთ, რომ ლეა კუპერი ქვეყანას 21 მარტს მოევლინა. მშობიარობიდან მალევე ირინა შეიკი სამოდელო კარიერას დაუბრუნდა და ერთდროულად რამდენიმე ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები