LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მეცნიერებმა მშობიარობისთვის ყველაზე სახიფათო დღეები დაასახელეს

47

ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა  კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს, რომელიც ჟურნალმა BMJ გამოაქვეყნა. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მშობიარობისთვის ყველაზე სასურველი და არასასურველი დღეები. აღმოჩნდა, რომ მშობიარობის დღე კავშირშია ჩვილთა სიკვდილიანობასთან.

კვლევისას მეცნიერებმა შეისწავლეს მილიონზე მეტი ახალშობილი. გამოიკვეთა, რომ დასვენების დღეებში და ორშაბათ დღეს მშობიარობა ბევრად სარისკოა, ვიდრე სხვა დღეებში. ამ ფაქტორს რამდენიმე ახსნა აქვს: „დასვენების დღეებში სამშობიარო სახლებში ცოტა კადრია, ამავე დროს მომსახურე პერსონალი სხვა დღეებისგან განსხვავებით, უფრო მოდუნებულია. მორიგეობაც კი ვერ აძლევს მათ იმ შრომისუნარიანობას, რაც აქვთ სამუშაო დღეებში“ – ციტირებულია ჟურნალში. რაც შეეხება ორშაბათს, ეს დღე ყველაზე დაძაბული, დატვირთული და ფორსმაჟორულია, შესაბამისად დრო პაციენტებისთვის აქაც არ რჩება. კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო დღე მშობიარობისთის, სამშაბათია. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დაბადებულ ბავშვებს მედპერსონალი უფრო ფრთხილად უვლის. შესაბამისად ანალიზი ჩაუტარდა ჩვილთა სიკვდილიანობას და გამოიკვეთა, რომ შემთხვევების უმეტესობა დასვენების დღეებში მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები