LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილებისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

26

“ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილებისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით ბრიუსელის ჩრდილოეთ ზონის პოლიციელი დააკავეს,” –  ამის შესახებ გამოცემა Derniere heure წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელი ზედმეტ სახელად „მომო”, ერთ-ერთი ანტიტერორისტული გამოძიების ფიგურანტს აპლიკაცია WhatsApp-ის საშუალებით კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა.

პოლიციელის დაკავების ფაქტი ბრიუსელის პროკურატურაში დაადასტურეს.

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ის დაკავებულია და მას წარედგინა ბრალდება პროფესიონალური საიდუმლოს დარღვევაში. ტერორისტებთან კავშირს მე ვერ დაგიდასტურებთ, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები