LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩატაევის ახლობლებისგან ვიცი, სპეცოპერაციისას მოკლული ახმედ ჩატაევია – უმარ იდიგოვი

99

თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს “კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” პრეზიდენტმა, უმარ იდიგოვმა განუცხადა.

“ამის შესახებ მე მისი ახლობლებისგან გავიგე. მე არ მოველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ჩატაევი მე არ დამიკავშირდებოდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ის მე არ დამიკავშირდა“, – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

იდიგოვის თქმით, მან არ იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში ჩატაევი და ორი დაღესტნელი იყვნენ, ვინაიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგან ძლოვანებმა სროლის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

“ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სახლის მობინადრეებს მძევლად აიყვანდნენ და საკუთარ მოთხოვნებსა და ულტიმატუმს დააყენებდნენ,” – ამბობს იდიგოვი.