LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები განახლდა

175

Ardaidardo.Ge

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთერთმეტე სეზონს მისი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. „ფორტუნამ“ უკვე გაცნობათ, რომ ახალი სეზონის პირველი სერია ეთერში 4 მარტს გავა.


გადაღებები ამ კვირაში დაიწყო, მსახიობებისთვის ეს ამბავი არანაკლებ სასიხარულოა, ვიდრე მაყურებლისთვის. ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი, მარიშკა ჯავახაძე აქვეყნებს ფოტოს „ინსტაგრამზე“, სადაც გიორგი მახარაძესთან ერთად არის გადაღებული, მეორე ფოტოზე კი ის ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთმა მსახიობმა, დავით ჭურღულიამ მონიშნა, ზურაბ ანთელავასთან (კვაზი მანტკავა) ერთად და დაწერა: „ამ ლამაზ ბაბუასა და შვილიშვილთან ქეიფს რა სჯობს?“.

„ფორტუნასთან“ საუბრისას პროექტის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ განაცხადა, რომ ახალ სეზონზე მაყურებელი მათი გუნდისგან ბევრ სიახლეს და ახალ ხაზებს უნდა ელოდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები