LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩირჩხელა: 14 სახეობის ინოვაციური ჩირი, რომელიც საქართველოში იწარმოება

581

ქართულ ბაზარზე ჩირის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა. შპს ”ჩირჩხელამ” ოპერირება 2 თვეა დაიწყო და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია მომხმარებელს 14 სახეობის ინოვაციურ ჩირს სთავაზობს, რომლებიც ხელნაკეთია და განსხვავებული ფორმებით ხასიათდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა, ”ჩირჩხელას” ჩირები არამხოლოდ ფორმებით, არამედ შეფუთვითაც განსხვავებულია.

”ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ენერგეტიკული ღირებულებებით. 100%-ით ნატურალური პროდუქტი ამაღლებს კონცენტრაციას, მომხმარებელს ეხმარება განტვირთვაში, შეიცავს სასარგებლო ფერმენტებს. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამავე დროს, არის სასაჩუქრე სუვენირი”, – განმარტა სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ ”ჩირჩხელას” პროდუქციის დიზაინსა და ტექნოლოგიებზე მაღალკვალიფიციურმა კადრებმა იმუშავეს. დიზაინი მაგდა გამყრელიძემ შემქნა, ტექნოლოგი კი-კონსტანტინე სარიშვილია.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, გარდა ხილისა, ”ჩირჩხელას” ჩირები ბოსტნეულითაც მზადდება. ამასთან, კომპანია ჩურჩხელების წარმოებაზეც მუშაობას. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ”ჩირჩხელას” საფირმო მაღაზია ”ბუ-წიკში” ხორციელდება. ეს სავაჭრო ობიექტი აბაშიძის 33-ნომერში მდებარეობს და აქ ჩირისა და ჩურჩხელების გარდა, წარმოდგენილია სხვადასხვა დასახელების ქართული ნატურალური პროდუქცია, მათ შორის: თაფლი, მურაბები და სხვა ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი.

”პროდუქციის ფასებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ხილი საკმაოდ ძვირი ღირს, შესაბამისად, ეს აძვირებს ჩირების ღირებულებას. თუმცა, მომხმარებლის რაოდენობა მუდმივად იზრდება და მაღალი ფასები გაყიდვის პროცესს არ აფერხებს. მას, ვისაც ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ნატურალური პროდუქცია ჯანმრთელობისთვის, მოდის და ყიდულობს ”ჩირჩხელას” პროდუქციას. ამასთან, ვცდილობთ, ფასები ნებისმიერი კლიენტის შესაძლებლობებს მოვარგოთ”, – აღნიშნა გური სალუქვაძემ. მისივე თქმით, ”ბუ-წიკში” არსებული ნაწარმის გასაყიდი ფასები 5 ლარიდან იწყება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები