LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა და ვაკვირდებით მოვლენებს – პრემიერი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე

40

ჩვენმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა და ვაკვირდებით მოვლენებს, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნმებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდი აკვირდება იმასაც, თუ რომელი კანდიდატები დარეგისტრირდებიან და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმე კვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები