LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილმა მოდელმა თამუნა ინგოროყვას კაბა ქორწილში მოირგო (ფოტოები)

703

Edita Vilkevičiūtė ლიტველი მოდელია, რომელმაც სახელი მსოფლიოში გაითქვა. მისი კარიერა „Just Cavalli“-ის კოლექციის ჩვენებაზე გამოსვლით დაიწყო, დღეს კი ის „კარლ ლაგერფელდისა“ და „გეპის“ სახეა იაპონიაში, გამოდის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიც „შანელი“ და „ბალენსიაგაა“.

ედიტას ახლახან ქორწილი ჰქონდა. მისი ფოტო საქორწილო კაბაში ქართველმა დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა და მომხმარებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ედიტამ ქორწილში არჩევანი სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ კაბაზე შეაჩერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი მოდელი თამუნა ინგოროყვას სამოსს ირგებს. დაუტცენ კროსი არაერთხელ წარდგა საზოგადოების წინაშე ინგოროყვას ბრენდის ნამუშევრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები