LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური მედია წერს, რომ ამალ კლუნი ისევ ორსულადაა (ფოტო)

46

ქორწინების 4 წლის იუბილეს ჯორჯ და ამალ კლუნები იტალური არდადეგებით აღნიშნავენ. ფოტოგრაფებმა ცნობილი წყვილი დასვენების დროს გადაიღეს, როცა ისინი მოტოციკლით ქუჩებში სეირნობდნენ. სპორტულ სამოსში გამოწყობილი ამალ კლუნი ფანტასტიკურ დროს ატარებდა მეუღლესთან ერთად.

ამავე დღეს მეუღლეები იტალიის ქალაც კომოში სეირნობისას დააფიქსირეს. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი ამალ კლუნი, რომელსაც მომრგვალებული მუცელი უჩანს. მედიაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, ამალ კლუნი ორსულადაა და ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

საინტერესოა, რომ ჯორჯ და ამალ კლუნის ტყუპების დაბადებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები