LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

103

რუსთავში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზარალდა მე-7 და მე-8 მიკრორაიონები, სადაც იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. წყალი სარდაფებშიც ჩავიდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩავარდა.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს რუსთავის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები